ბლინკენმა სკოპიე ლავროვის ჩასვლამდე დატოვა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქი, სკოპიე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლავროვის ჩასვლამდე დატოვა.

გამოცემის ცნობით, უკრაინის დელეგაციამ წინასწარ იცოდა აშშ-ის ასეთი ნაბიჯის შესახებ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ეუთოს მინისტერიალის შეხვედრის წინ გამართულ ვახშამზე ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბუიარ ოსმანს შეხვდა და მას სკოპიეს მიერ გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

„პროდუქტიული საუბრები ჩემს კოლეგებთან სკოპიეში ეუთოს მინისტერიალზე დღეს. მიუხედავად რუსეთის ობსტრუქციონიზმისა, ჩვენ ვრჩებით ეუთოსა, მისი დამფუძნებელი პრინციპებისა და მიღწეული შედეგების ერთგულნი“, – წერს ბლინკენი