რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ლგბტ მოძრაობა ექსტრემისტულად გამოაცხადა და ის რუსეთში აიკრძალა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება მოქალაქეების პირად ცხოვრებაში ჩარევას არ გამოიწვევს და მათ წინააღმდეგ რაიმე იურიდიულ შედეგები არ მოჰყვება. შეზღუდვები კი ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის აუცილებლობით და ამ მოძრაობაში ჩართვის მცდელობების დაუშვებლობით არის გამოწვეული.
„საერთაშორისო ლგბტ მოძრაობის“ ექსტრემისტულად გამოცხადების შესახებ შუამდგომლობა რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ უზენაეს სასამართლოში 17 ნოემბერს შეიტანა. მანამდე რუსეთში საკანონმდებლო დონეზე აიკრძალა ლგბტ პროპაგანდა და გენდერის შეცვლა.