„ჰამასმა“ გვიან ღამით კიდევ 6 მძევალი გაათავისუფლა

ისრაელსა და ჰამასს შორის ტყვეების გაცვლა გრძელდება. პროცესი ორგანიზაცია „წითელი ჯვრის“ შუამავლობით ხორციელდება.

გვიან ღამით ჰამასმა კიდევ 6 მძევალი გაათავისუფლა. ისინი „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებს გადასცეს და უკვე საავადმყოფოში არიან.

გაგრძელდება თუ არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ჯერ უცნობია. ისრაელში აცხადებენ, რომ ქვეყანა ბრძოლას განაახლებს.