“ამ ქურდობაზე მე მადებდნენ ხელს… 200 ლარი იყო. ძა­ლი­ან ავ­ნერ­ვი­ულ­დი. იმ პე­რი­ოდ­ში თან მი­ჭირ­და, მაგ­რად მი­ჭირ­და, ბან­კის ვალი მქონ­და” – რას იხსენებს თედო ბექაური

“გი­ორ­გის და მის მე­გო­ბარს ჰქონ­დათ რეს­ტო­რა­ნი. ხში­რად მი­წევ­და მის­ვლა, ერთხელ გი­ორ­გის და­ვუ­რე­კე, თუ გაქვს ვა­კან­სი­ა­თქო, ნე­ბის­მი­ერ რა­მე­ზე ვი­მუ­შა­ვე­ბო. მი­თხრა მო­დიო და ჩემ­თან და­ი­წყე მუ­შა­ო­ბაო, პრო­მოს პო­ზი­ცი­ა­ზეო. მი­ვე­დი და რომ ამიხ­სნა სი­ტუ­ა­ცია იყო ასე­თი – ინ­გლი­სუ­რი და რუ­სუ­ლი უნდა მცოდ­ნო­და. არ ვი­ცო­დი არც ერთი ენა კარ­გად და ვუ­თხა­რი, ვერ და­ვი­წყებ ამ პო­ზი­ცი­ა­ზე მუ­შა­ო­ბას, არ მინ­და-მეთ­ქი. სხვა რა­მეს მოვ­ძებ­ნი­თქო. ნუ მუ­შა­ო­ბა რომ ვერ და­ვი­წყე, ის პე­რი­ო­დი ხში­რად მივ­დი­ო­დი გი­ორ­გის რეს­ტო­რან­ში, მე­გობ­რე­ბი შე­ვი­ძი­ნე. ერთ დღეს გი­ორ­გის მივ­წე­რე, რომ თუ ხარ ობი­ექ­ტზე, ნახ­ვა მინ­და შე­ნი­თქო. მი­თხრა, აქ ვარო ახ­ლაო და ისეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­შიო, ვერ აგიხ­სნიო, ქურ­დო­ბა მოხ­დაო. და­ვინ­ტე­რეს­დი, რა ქურ­დო­ბა მოხ­და, მა­ნამ­დე იქ მეც ვი­ყა­ვი.

მე­ო­რე დღეს მი­ვე­დი და ერთ-ერ­თმა გა­მო­მიყ­ვა­ნა და მი­თხრა, რომ ძა­ლი­ან მე­რი­დე­ბა და შენ გა­დე­ბენ ხელ­სო. გარ­კვე­უ­ლი თან­ხა და­ი­კარ­გა. თუ არ ვცდე­ბი 200 ლარი იყო. ძა­ლი­ან ავ­ნერ­ვი­ულ­დი. იმ პე­რი­ოდ­ში თან მი­ჭირ­და, მაგ­რად მი­ჭირ­და, ბან­კის ვალი მქონ­და, ერთ ადა­მი­ანს გა­მო­უ­ტა­ნე და ვერ იხ­დი­და. რომ და­ვუ­რე­კე შემ­დეგ გი­ორ­გის, ნახ­ვა მინ­და­თქო და უარი თქვა. მას შემ­დეგ ხში­რად მივ­წე­რე, რომ ნახ­ვა და ახ­სნა მინ­დო­და, რომ არა­ფერ შუ­ა­ში ვი­ყა­ვი, მაგ­რამ არაფ­რით მო­ი­ცა­ლა. ერთხელ და­მი­რე­კა “ამი­რან­ში” ვარო და გა­მო­დიო ნახ­ვა მინ­დაო. არც მა­შინ და­მე­ლა­პა­რა­კა იმ თე­მა­ზე, მა­მა­კა­ცის სა­უ­კე­თე­სო სო­ლის შემ­სრუ­ლებ­ლის ჯილ­დო­ზე მი­თხრა. წა­ვი­და და მის შემ­დეგ არ შემ­ხმი­ა­ნე­ბია. არ დამ­ლა­პა­რა­კე­ბია ამ თე­მა­ზე. მე არ მო­მი­პა­რავს ეს ფული. რო­გორც გა­ვი­გე, მერე გა­ირ­კვა ყვე­ლა­ფე­რი, ისიც, თუ ვინ მო­ი­პა­რა თან­ხა” – იხსენებს თედო ბექაური, მსახიობი, რომელიც ბოლო დროს კიდევ უფრო პოპულარული გახდა.

თედო ბექაურმა 2009 წელს გიორგი ოვაშვილის ფილმში „გაღმა ნაპირი“ შესრულებული როლით თავი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ მსოფლიოს გააცნო. ფილმის პრემიერა ბერლინის საერთაშორისო კ/ფესტივალზე 2009 წლის 7 თებერვალს გაიმართა. 2009 წლის განმავლობაში ფილმი ნაჩვენები იყო ოცდაათამდე ქვეყანაში, ორმოცდაათამდე საერთაშორისო კინოფესტივალზე. თედო ბექაურმა შესრულებული როლისთვის არაერთი ჯილდო დაიმსახურა, მათ შორის, პალმ სპრინგის საერთაშორისო კ/ფესტივალი (აშშ) (2010) – ფიპრესის ჯილდო მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის, დაკას საერთაშორისო კ/ფესტივალი (ბანგლადეში, 2010) – ჯილდო მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის და სხვ.

ამჟამად ეროვნულ მუზეუმში მუშაობს და მის ცხოვრებაში არაერთი სასიამოვნო სიახლეა. თედო ბექაურმა რჩეულზე, ანი ხუციშვილზე იქორწინა და სულ ცოტა ხნის წინ ისინი პირველი შვილის, დემეტრეს მშობლები გახდნენ. წყვილი ბედნიერად ცხოვრობს და ოჯახურ კადრებს სოციალურ ქსელში მეგობრებსა და გულშემატკივრებსაც უზიარებს. საზოგადოების დიდი სიყვარული, მხარდაჭერა და თანადგომა თედომ კიდევ ერთხელ, სულ ცოტა ხნის წინ დაიმსახურა, როცა პოპულარულ პროექტში “ცეკვავენ ვარსკვლავები” გამოჩნდა: