ელენე ხოშტარია – საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, ჩვენს გარშემო დამარცხდნენ დიქტატორები – ყველამ უნდა იცოდეს, ამ რეგიონში არ არის დიქტატორების ადგილი

საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის საელჩოსთან ბელარუსი ხალხის სოლიდარობის აქციაზე „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია მივიდა.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს” ხოშტარიამ განუცხადა, მნიშვნელოვანია, რომ თავისუფლებისთვის მებრძოლ ბელარუს ხალხს საქართველომ და მთელმა მსოფლიომ სოლიდარობა გამოუცხადოს.

„ეს არის სოლიდარობის აქცია. მთელი ცივილიზებული სამყარო დღეს ამ ადამიანების გვერდით უნდა იყოს, რადგან თავისუფლებისთვის ბრძოლაში ამ ადამიანებს კლავენ, იტაცებენ. სიცოცხლის საფრთხის ხარჯზე ისინი თავიანთი ქვეყნის თავისუფლებას იცავენ. ჩვენთვის, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს გარშემო დამარცხდნენ დიქტატორები და საბოლოოდ დამარცხდეს საბჭოთა კავშირი, რომელიც არჩევნების გაყალბებისა და ძალადობის გზით ინარჩუნებს ძალაუფლებას. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ამ რეგიონში არ არის დიქტატორების ადგილი, არამედ აქ არის თავისუფლების მოყვარული ადამიანების ადგილი. ბელარუსი აღარ არის ის ქვეყანა, როგორიც ჰგონია პუტინს, ლუკაშენკოს და სხვა დიქტატორებს”, – განაცხადა ხოშტარიამ.

საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის საელჩოსთან სოლიდარობის აქცია გაიმართა, სადაც აქციის მონაწილეებმა ე.წ. ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს.

“აიპიენი”