რომის პაპი ფრანცისკე ისრაელსა და „ჰამასს“ მიმართავს. ის მძევლებს გათავისუფლებას და ღაზაში მცხოვრებთათვის ცხოვრების გაუმჯობესებას მოითხოვს.
„სამწუხაროა, რომ ზავი დაირღვა. ეს ნიშნავს სიკვდილს, განადგურებას და უბედურებას“, – აცხადებს რომის პაპი.
ის მოუწოდებს „ჰამასს“ გაათავისუფლონ დარჩენილი მძევლები, რომლებიც გაიტაცეს ისრაელიდან 7 ოქტომბერს თავდასხმის დროს.
„ბევრი მძევალი გაათავისუფლეს, მაგრამ სხვა მძევლები ჯერ კიდევ ღაზაშია“, – დასძენს ფრანცისკე.
პაპი, ასევე, წუხს ღაზაში სასიცოცხლოდ აუცილებელი ნივთების ნაკლებობაზე.
„ღაზაში ბევრი ადამიანი იტანჯება“, – აღნიშნავს ის.