ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

დღეს, 5 დეკემბერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი გლდანის რაიონში, ხერგიანის ქუჩაზე მდებარე სატუმბო სადგურში აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს დღეს, 5 დეკემბერს დილის 11:00 საათზე დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, 5 დეკემბერს, დილის 11:00 საათიდან საღამოს 23:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

გლდანის რაიონში: მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 მიკრო რაიონებს, გიორგი წმინდას, ტიხონოვის, ხერგიანის, წინამძღვრიშვილის, მარჯანიშვილის, მიქატაძის, გულისაშვილის, მაისურაძისა და მებაღიშვილის ქუჩებს, თიანეთის გზატკეცილსა და სოფელ ბერბუბთანს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით – www.gwp.ge