გაერო: ღაზადან დევნილთა რაოდენობა გაორმაგდა – მოსახლეობის 85%-ზე მეტმა საცხოვრებელი სახლები დატოვა

ისრაელ-ჰამასის მიმდინარე კონფლიქტის გამო ღაზას სექტორიდან დევნილთა რაოდენობა თითქმის გაორმაგდა. ამის შესახებ „ბიბისი“ გაეროზე დაყრდნობით წერს და ინფოგრაფიკას ავრცელებს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, თითქმის 3 კვირაზე ნაკლებ დროში ღაზადან დევნილთა რიცხვი სწრაფად გაიზარდა.

7 ოქტომბრის შემდეგ 1,9 მილიონმა ადამიანმა დატოვა სახლები.

„ეს ღაზას სექტორის მოსახლეობის 85%-ზე მეტია“, – აცხადებენ გაეროში.