ნავალნის  სიკვდილი დასავლეთს აწყობს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების და შავი პიარის ახალი ტალღის ასაგორებლად- გოგი აბსავა

ფეისბუქ-მომხმარებელი გოგი აბსავა სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

 

ღრმად ვარ დარწმუნებული ალექსეი ნავალნის ტრაგიკული სიკვდილი /ჯერ კიდევ ცოცხალია/ ყველაზე მეტად დასავლეთს აწყობს. რუსეთის წინააღმდეგ სანქციების და შავი პიარის ახალი ტალღის ასაგორებლად. პუტინს რომ ნავალნის ეშინოდეს დიდ ხნის წინათ მოიშორებდა თავიდან უფრო მისაღები ხერხით. ხანჯლის და მოსასხამის დასავლელ მსახურებს აგრეთვე შეუძლიათ თავიდან მოიშორონ ზოგიერთ სხვა ქვეყანაში, ზოგი თავგადაკლული ოპოზიციონერი, რომლისგანაც წვენი უკვე გამოწურეს. ამიტომ ძლიერნო ამა ქვეყნისანო იყავით ფრთხილად მათთან თანამშრომლობისას. სიცოცხლეში ხომ გიყენებთ, მკვდარიც შეიძლება გამოგიყენონ…

წყარო