ისრაელის ეკონომიკის მინისტრი ნირ ბარკატი, სავარაუდოდ აპირებს დაუპირისპირდეს პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და აცხადებს, რომ მას მხარს აღარ დაუჭერს და საჭიროა ცვლილება.
„ნეთანიაჰუს მხარს აღარ დავუჭერ. ომის შემდეგ ხალხს თავიდან უნდა მივმართოთ და მათი ნდობა მოვიპოვოთ. „ლიკუდის“ პარტიას ცვლილებები სჭირდება“, – აღნიშნა ბარკატიმ.
ბარკატიმ აღნიშნა, რომ საომარი ხარჯებისთვის დამტკიცებული ბიუჯეტი ქვეყანას ეკონომიკურ კრიზისამდე მიიყვანს.
„არ ვაპირებ ისეთ მაღალჩინოსნებთან ვითანამშრომლო, რომლებსაც ფარული მიზნები აქვთ. საიდუმლო არ არის, რომ მე ბიუჯეტის საკითხის შესახებ პროფესიული კრიტიკა მაქვს, რომელიც ვფიქრობ, მოგვარდება“, – აღნიშნა ისრაელის ეკონომიკის მინისტრმა.