ნავალნის “გერმანიის კანცლერის პირადი სტუმრის” სტატუსი მიენიჭა

გერმანიაში სამკურნალოდ გადაყვანილ ალექსეი ნავალნის “გერმანიის კანცლერის პირადი სტუმრის” სტატუსი მიენიჭა.

 

როგორც გერმანული მედია წერს, ეს ერთგვარი ბიუროკრატიული ეშმაკობაა. ნავალნი არ არის ოფიციალური, სახელმწიფო თანამდებობის პირი, ხოლო ასეთი სტატუსი გერმანელ სამართალდამცავებს უფლებას აძლევს მისი 24-საათიანი დაცვა უზრუნველყონ.

“ნიუპოსტი”