რუსეთში უმაღლესი რადას ყოფილი დეპუტატი გარდაცვლილი იპოვეს

მოსკოვში  უკრაინის რადას ყოფილი დეპუტატი, პრორუსი ილია კივა გარდაცვლილი იპოვეს.

„მაღალი რანგის მოღალატის, კოლაბორანტისა და პროპაგანდისტის, ილია კივას ლიკვიდაცია – უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცოპერაციაა“, – აღნიშნეს უკრაინულ მედიასთან თანამოსაუბრემ.

კერძოდ, როგორც წყაროებმა აღნიშნეს, დამნაშავის ლიკვიდაცია ცეცხლსასროლი იარაღიდან მოხდა.

ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

ცნობისთვის, ნოემბერში ლვოვის სასამართლომ კივა სახელმწიფო ღალატში დამნაშავედ ცნო და დაუსწრებლად 14 წელი მიუსაჯა.

კივა ყოფილი პოლიციელი და უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველია, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში კიევის მხარეს იბრძოდა. 2014 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში კივამ ხმების 0,03% მიიღო. რადაში ის პარტიიდან „ოპოზიციური პლატფორმა – სიცოცხლისთვის“ მოხვდა, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება პრორუსულად მიიჩნევს.