ისრაელი ღაზას სექტორს საცხოვრებლად უვარგისს გახდის: მათი მიზანი ნათელია და ესაა ღაზას სექტორიდან ხალხის გაყვანა – რიად მანსური

პალესტინის ხელისუფლების წარმომადგენელმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ისაუბრა.

გაეროში პალესტინელების წარმომადგენელმა, რიად მანსურმა განაცხადა, რომ ისრაელი ღაზას სექტორს საცხოვრებლად უვარგისს გახდის.

„ისრაელის მიზანი ნათელია და ეს იყო ღაზას სექტორიდან ხალხის გაყვანა“, – აცხადებს მანსური.