„ისრაელი არა მარტო ქალებს, ბავშვებს, არამედ ღაზაში მომუშავე ჟურნალისტებსაც კლავს“ – რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ისრაელი არა მარტო ქალებს, ბავშვებს, არამედ ღაზაში მომუშავე ჟურნალისტებსაც კლავს.

„საერთაშორისო ორგანიზაციები პასუხისმგებელნი არიან მსოფლიოს უუნარობაზე დაამყარონ გლობალური მშვიდობა და უსაფრთხოება და მოაგვარონ პრობლემები. გლობალური მედიასაშუალებები ცდილობენ დაფარონ ღაზაში მომხდარი სისასტიკე და დააკანონონ ჟურნალისტების ხოცვა „ჰამასის“ საბაბით. ყოველდღე კლავენ ჟურნალისტს, თუმცა ინსტიტუტებიდან, რომლებიც წლების განმავლობაში ქადაგებდნენ პრესის თავისუფლებაზე, მხოლოდ სიჩუმე გვესმის“, – განაცხადა ერდოღანმა.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ ღაზაში 70-ზე მეტი ჟურნალისტი მოკლეს და, ასევე, დასძინა: სად არის მსოფლიოში ცნობილი პრესა? რატომ არ აქვეყნებენ სათაურებს მოკლული ჟურნალისტების შესახებ?

„არა დასავლეთი, რომელიც ცეცხლზე ასხამს ნავთს, იხდის ფასს გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად დაკარგული ყოველი წამისთვის, არამედ, სამწუხაროდ, უდანაშაულო ადამიანები. თურქეთი მზად არის აიღოს პასუხისმგებლობა, რათა თავიდან აიცილოს სისხლის ღვრა (ღაზაში). სამართლიანი მშვიდობის პირობებში, არ არსებობს დამარცხებული“, – დასძინა თურქეთის პრეზიდენტმა.