უკრაინის თავდაცვის მინისტრის რუსტემ უმეროვის განცხადებით, უკრაინა ისეთ მოქმედებებს ამზადებს, რომლის შედეგადაც 2024 წლისთვის რუსეთს აიძულებენ, სამუდამოდ დატოვონ ყირიმი.
„მოვლენები, რომლებსაც 2024 წლისთვის ვემზადებით, ძალიან კარგ შესაძლებლობებს მოგვცემს იმისთვის, რომ ისინი (რუსები) სამუდამოდ წავიდნენ ჩვენი ყირიმიდან“, – ციტირებს UNIAN უმეროვის სიტყვებს.
მისივე თქმით, უკრაინამ უკვე დაამტკიცა, რომ ნახევარკუნძულზე რუსებისთვის პრობლემების შექმნა შეუძლია.
„ჩვენ მთელ მსოფლიოს ვაჩვენეთ, რომ წარმატების მიღწევა შეგვიძლია იმის მიუხედავად, რომ ასეთი ძლიერი ფლოტი არ გვყავს. ჩვენ ვაიძულეთ რუსეთი, გასულიყო დროებით ოკუპირებული ყირიმიდან“, – აცხადებს უმეროვი.