ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შანსები სულ უფრო მცირდება – კატარის პრემიერ-მინისტრი

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შანსები სულ უფრო მცირდება, – ამის შესახებ კატარის პრემიერ-მინისტრმა შეიხმა მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-ტანიმ დოჰას ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.

„ისრაელის მიერ ღაზას დაბომბვა ავიწროებს ფანჯარას ახალი ზავისთვის“, – აღნიშნა ალ-ტანიმ.

კატარის პრემიერ-მინისტრის თქმით, კატარი გააგრძელებს ძალისხმევას, რათა ზეწოლა მოახდინოს ორივე მხარის მიერ ცეცხლის შეწყვეტისკენ.