ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდე ლუკაშენკოს პრესსპიკერი ნატალია ეისმონტი აცხადებს, რომ დემონსტრანტებმა პრეზიდენტის რეზიდენციის შტურმი სცადეს.
„ე.წ მომიტინგეები, შეიძლება ითქვას, შენობის ერთგვარ შტურმს შეეცადნენ. ამ დროს სახელმწიფოს მეთაური შენობაში იმყოფებოდა. სიმამაცე მომიტინგეებს დიდხანს არ ეყოთ, მას შემდეგ, რაც დაინახეს, რა შეიძლებოდა მომხდარიყო, ეს ხალხი მალევე გაბრუნდა უკან და პირდაპირი მნიშვნელობით, სხვა მიმართულებით გაიქცა,“- განაცხადა ეისმონტმა.
მისივე თქმით, ამის შემდეგ პრეზიდენტმა ლუკაშენკომ ვერტმფრენი გამოიძახა და სიტუაციის გასაკონტროლებლად ქალაქს გადაუფრინა.
„ე.წ. აქციას ის სიმაღლიდან დააკვირდა. მან ასევე სიტუაცია გააკონტროლა, შემდეგ კი სასახლეში დაბრუნდა. პირველ რიგში მან მადლობა გადაუხადა ბიჭებს, რომლებიც სასახლის პერიმეტრს იცავენ. ის ასევე მივიდა სპეცრაზმელებთან, გაესაუბრა და მადლობა გადაუხადა,“- აღნიშნა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.
“აიპიენი”