აშშ მსოფლიოს თვალში სახეს დაკარგავს, თუ კიევს მიატოვებს – ლეონიდ კუჩმა

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა აცხადებს, რომ აშშ მსოფლიოს თვალში სახეს დაკარგავს, თუ კიევს მიატოვებს.

მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ფართომასშტაბიანი ომი ნაწილობრივ დასავლეთის მიერ დაშვებულმა შეცდომებმა გამოიწვია. პუტინის მიზანი იყო არა მხოლოდ მიწების წართმევა, არამედ თავად უკრაინის „კონცეფციის“ განადგურება.

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, პუტინმა ნათლად დაანახა მსოფლიოს, რომ ძალის გამოყენებით აპირებს რუსეთის საზღვრების გაფართოებას, როდესაც 2008 წელს გააგზავნა ჯარი მეზობელ საქართველოში, რასაც მოჰყვა ყირიმის ანექსია 2014 წელს.

„ძალიან უსიამოვნო იყო, როდესაც მსოფლიოს რეაქცია არ ჰქონდა. მსოფლიო ჩუმად იყო. პუტინი მიხვდა, რომ მას შეეძლო, გაეკეთებინა ყველაფერი, რაც სურს, რადგანაც ამას პრინციპული პასუხი არ მოჰყვება“, – აღნიშნა კუჩმა.

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მას იმედი აქვს, რომ აშშ შეძლებს უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებას.

„აშშ-მა დაკარგა ავღანეთი. უკრაინის მარცხი კი ნიშნავს, რომ აშშ მთელი მსოფლიოს წინაშე სახეს დაკარგავს“, – განაცხადა კუჩმამ.