ტრამპი გვეუბნება: ლიბერალური დემოკრატია(ლიბერალიზმი) არის თანამედროვე ნაციზმი, რომლისგანაც  უნდა განვთავისუფლდეთ- რევაზ კილასონია

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი რევაზ კილასონია სოციალურ ქსელში გზავნილებს აქვეყნებს:

 

ხანდახან მგონია, (მგონია რა-ასეცაა) რომ ჩვენთან არც პოლიტიკურ/ინტელექტუალურ/ანალიტიკურ წრეებში, არ ხდება ბოლომდე გააზრება იმ პროცესებისა, რაც სინამდვილეში ხდება.

4 ივლისს, აშშ-ს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი ღონისძიებისას, აშშ-ს პრეზიდენტმა-დონალდ ტრამპმა, რაშმორის მთის ფონზე, ისტორიული განცხადებები გააკეთა. (ყველას შეუძლია ამ ვიდეოს ნახვა ინტერნეტში)

სხვა, ბევრ ყურადსაღებ განცხადებასთან ერთად მან განაცხადა:

“ამერიკა შეეჯახა შიდა მტერს, ჩვენს სკოლებში, უნივერსიტეტებში, კორპორატოულ მედიაში, ტრანსნაცინალური კორპორაციების მმართველ ორგანოებში, დომინირებს ახალი, ულტრა-მემარცხენე ფაშიზმი(Far-left fascism) და თუ თქვენ არ დაემორჩილებით მათ მოთხოვნებს, მათ დირექტივებს, მოხდება თქვენი დისკრედიტირება, მარგინალიზება, მოხდება თქვენი დევნა/თვალთვალი, თქვენ მოხვდებით მათ ე.წ. შავ სიაში და თქვენ დაისჯებით ამ დაუმორჩილებლობისთვის. მათი უმთავრესი იარაღია ე.წ. კულტურული გაქრობა/გაუვნებელყოფა(cancel culture)”.

ვციტირებ..

ანუ აშშ-ს პრეზიდენტი აცხადებს, რომ ამერიკაში დომინირებს ფაშიზმი. ის არ ამბობს, რომ ფაშიზმია იქ სადღაც რუსეთში, ბელორუსში, ჩრდილოეთ კორეაში, ირანში ან საუდის არაბეთში, არა-ფაშიზმია ამერიკაში.

ის ხომ არ არის ვინმე “ბლოგერი”, “ექსპერტი” ან ჭურნალისტი, ის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტია. მის უკან დგას ამ ქვეყნის წარმოუდგენელი მაშტაბის შესაძლებლობები.

და ბოლოს, ის ასახელებს თუ ვინ არის აშშ-ს უმთავრესი მტერი, ვინც სინამდვილეში დგას, ზემოთ ნახსენები, ულტრა-მემარცხენე ფაშისტების უკან:

“ამ ადამიანების უკან დგანან ლიბერალ-დემოკრატები”.

ეს ხდება ამერიკაში!!!
იმ ამერიკაში, რომელიც დღემდე ითვლებოდა ლიბერალური დემოკრატიის უმთავრეს მებაირაღედ, მთელს მსოფლიოში.

ამ ყველაფერს ჭირდება ბოლომდე, დეტალებში გააზრება, პროცესების შინაარსობრივი გადაფასება/შეფასება და მოსალოდნელი ცვლილებებისთვის მომზადება.

პირდაპირ, აშშ-ს პრეზიდენტის პირით გვეუბნებიან რომ ლიბერალური დემოკრატია,(ლიბერალიზმი) არის თანამედროვე ნაციზმი, რომლისგანაც ჩვენ ყველანი უნდა განვთავისფლდეთ.

და როცა ეს ექსტრემისტული, ტერორისტული, ტოტალიტრარული იდეოლოგია ბოლომდე ამოიძირკვება იმ ქვეყანაში, რომლის მთავარი აპოლოგრტიც, წლების განმაობაში თვითონ იყო, ხომ ადვილი წარმოსადგენია რა დონის ცვლილებებია მოსალოდნელი მთელს მსოფლიოში?!

თუ ამაზე არ საუბრობს მთავრობა , და ყველა ვხედავთ რომ არ საუბრობს,(ოპოზციაზე ხომ საუბარიც ზედმეტია) მაშინ ამაზე რაც შეიძლება ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ ხალხმა, ყველგან, სადაც კი ხმა მიგვიწვდება.

აბა ხრამში გადაჩეხვისთვის განწირულ მყრალ იდეოლოგიას, თან ხომ არ ჩავყვებით?!

წყარო