ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ბრიუსელში დაგეგმილი ევროკავშირის სამიტი გადამწყვეტია უკრაინისთვის, მოლდოვისთვის, საქართველოსთვის და მთელი დასავლეთ ბალკანეთისთვის

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ევროკავშირის სამიტი, რომელიც ბრიუსელში ხვალ და ზეგ არის დაგეგმილი, გადამწყვეტია უკრაინისთვის, მოლდოვისთვის, საქართველოსთვის და მთელი დასავლეთ ბალკანეთისთვის, – ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა პარიზში ვიზიტით მყოფ სლოვენიის პრემიერ-მინისტრთან, რობერ გოლობთან შეხვედრისას განაცხადა.

„უკრაინისთვის, მოლდოვისთვის, საქართველოსთვის და მთელი დასავლეთ ბალკანეთისთვის ხვალინდელი დისკუსია იქნება გადამწყვეტი. ის ასევე იქნება გადამწყვეტი წევრი სახელმწიფოებისთვის. სწორედ ამიტომ, ჩვენ პარალელურად ვმუშაობთ ჩვენი კავშირის რეფორმირებაზე“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

საფრანგეთის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთი და სლოვაკეთი ზმად არიან, მხარი დაუჭირონ უკრაინას სამხედრო, ეკონომიკური, ჰუმანიტარული და დიპლომატიური თვალსაზრისით, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება, რადგან სასწორზე „ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოება, საერთო ღირებულებები და კანონზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი დევს“.

თავს მხრივ, სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ გოლობმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის გაფართოება უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მიმართულებით მნიშვნელოვანია.

„ჩვენ ვთანხმდებით, რომ გაფართოება უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მიმართულებით არის მნიშვნელოვანი. თუმცა ჩვენ ასევე არ უნდა დავივიწყოთ დასავლეთ ბალკანეთი, რომელიც ამ ევროპული მომავლის ნაწილია. ჩვენ გვინდა, ეს გაფართოება იყოს ეფექტიანი. ჩვენ გვჭირდება ევროკავშირის ფარგლებში გადაწყვეტილებების მიღების პროცედურის რეფორმა“.