რუსულმა არმიამ მარინკა გაათავისუფლა, შეტევა გრძელდება ავდეევკაზე

რუსულმა არმიამ მარინკა გაათავისუფლა და უკრაინის შეიარაღებული ძალები დონეცკის მახლობლად მდებარე ამ რაიონული ცენტრიდან მთლიანად გააძევა – იუწყებიან ტელეგრამ-არხ “ოპერაცია Z”-ის სამხედრო კორესპონდენტები.

ფოტოზე: მარინკას ნანგრევები, რუსმა ჯარისკაცმა წითელი დროშა, საქართველოში იდიოტურად აკრძალული საბჭოთა სიმბოლიკით, აღმართა!

 

150-ე მოტორიზებული მსროლელი დივიზიისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მე-5 ბრიგადის ჯარისკაცებმა წამოიწყეს კოორდინირებული შეტევა მტრის პოზიციებზე, რის შედეგადაც უკრაინის შეიარაღებული ძალები სოფლის გარეუბანში ბოლო ნანგრევებიდან გააძევეს. ბრძოლის დროს უკრაინელი ბოევიკების ნაწილი განადგურდა, ნაწილი ტყვედ ჩავარდა, ნაწილი კი გაიქცა.

რუსი მებრძოლები ოსტატურად იყენებდნენ მეტეოროლოგიურ პირობებს: დრონებისთვის არახელსაყრელი ყინვიანი ამინდის გამო, უკრაინულმა შეიარაღებულმა ჯგუფებმა დრონების აქტიური გამოყენება ვერ შეძლეს და ამან მათ პოზიციებზე სერიოზული გავლენა იქონია. უკრაინული ჯარები გაძევებულ იქნენ მარინკის ტერიტორიიდან.

გარღვევა ვინოგრადნიკებში
სამხრეთ დონეცკის მიმართულებით რუსული ჯარები თანდათან ცვლიან ფრონტს ნოვომიხაილოვკას რაიონში. მარინკიდან რუსული ჯარები ასევე ოდნავ წინ გავიდნენ, მარინკის წყალსაცავის სიახლოვეს. ამის მიუხედავად, უკრაინის შეიარაღებული ძალები რაიონული ცენტრის ჩრდილოეთ ნაწილში მცირე ტერიტორიაზე, ჯერ კიდევ არიან.

რუსეთის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა სადგურ ვინოგრადნიკებიდან ჩრდილოეთით, ავდეევკას ტერიტორიაზე შეღწევა შეძლეს. თუმცა, ნაადრევია იმის თქმა, რომ რუსეთის ჯარებმა ფეხი მოიკიდეს თვით დაბა ავდეევკაში.

წინსვლა და გაძლიერება გრძელდება კოლოსოვის ქუჩის გასწვრივ, თითქმის იასინოვსკის შესახვევამდე. შეიძლება ითქვას, რომ ყოფილი გამფილტრავი სადგური, ისევე როგორც მთელი ტრასა, რუსულმა შენაერთებმა დაიკავეს და ამჟამად, მთლიანობაში, რუსები ავდეევკის სამხრეთ-აღმოსავლეთიდან, ძალზე ახლოს დგანან ქალაქთან.