ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ვერაფერი შეაჩერებს ისრაელს „ჰამასის“ წინააღმდეგ ომის გაგრძელებაში, მათ შორის ვერ საერთაშორისო ზეწოლა.
სამხრეთ ისრაელის სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცებთან საუბრისას ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ისრაელი იქამდე გააგრძელებს ომს, სანამ „ჰამასს“ საბოლოოდ არ გაანადგურებს.
„მინდა კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვაცხადო – ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ. ვერაფერი შეგვაჩერებს, წინ საბოლოო გამარჯვებამდე“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ და დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.