ე.წ. ლამინირებული პირადობების გაუქმების საკითხს პარლამენტი მეორე მოსმენით დაჩქარებული წესით დღეს განიხილავს

ე.წ. ლამინირებული პირადობების გაუქმების საკითხს პარლამენტი მეორე მოსმენით დაჩქარებული წესით დღეს განიხილავს.

2024 წლის ივლისიდან საქართველოს მოქალაქეების ის არაელექტრონული პირადობები გაუქმდება, რომელიც 2011 წლის ივლისამდეა გაცემული. აღნიშნული პირადობის მოწმობების მფლობელ პირებზე სანაცვლოდ გაცემულ პირადობის ახალ მოწმობებზე შესაბამისი პირის იგივე საიდენტიფიკაციო მონაცემები დაიტანება.

„ქართულ ოცნებაში“ განმარტავენ, რომ ცვლილებები ხელს შეუწყობს არჩევნების სათანადოდ ჩატარებას. აღსანიშნავია, რომ ამომრჩეველს ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობით არჩევნებში ხმის მიცემის უფლება უნარჩუნდება.