ბოლო რამდენიმე თვეა სალომე ზურაბიშვილისა და “ქართული ოცნების” გზები გაიყარა, რასაც ორივე მხარისგან გაკეთებული განცხადებებიც მოწმობს.
ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სავარაუდოდ, წარუმატებელი იმპიჩმენტის მიუხედავად, ზურაბიშვილი რამდენიმე თვეში თავად გადადგება:
“მაღალი ალბათობაა, რომ სალომე ზურაბიშვილი გადადგება – რეალურად, გადააყენებენ, როგორც თავის დროზე გიორგი გახარია გადააყენეს. დიდი ალბათობით, შეიძლება, ეს აგვისტოში ან სექტემბერში მოხდეს. რეალურად, შეიძლება, სალომე ზურაბიშვილი ორი რამისთვის დასჭირდეთ – ერთი, ეს არის პრეზიდენტის თანამდებობაზე მისი მხრიდან არჩევნების შემდგომი ოპოზიციური კამპანიის მხარდაჭერა, გაყალბებასთან დაკავშირებით და ა.შ. ჩვენ ყველამ წინასწარ ვიცით, არჩევნების შემდეგ, ოპოზიციის კამპანია რაზეც იქნება აგებული. შეიძლება, რადიკალურ ოპოზიციას ამაში სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა დასჭირდეს. ამისთვის, ის პრეზიდენტის პოსტზე სჭირდებათ, თუმცა, შეიძლება, განხილული იყოს ალტერნატიული სცენარი, როცა სალომე ზურაბიშვილი აგვისტოში, სექტემბერში პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგება იმისთვის, რომ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს”, – განაცხადა მან.