“კანდიდატი” არესტოვიჩი – კიევის რეჟიმის ბოლო პროექტი

სავარაუდოდ, კიევის რეჟიმის დასავლელი სპონსორები, ამ რეჟიმის სურვილის მიუხედავად, მაინც მოითხოვენ მომავალ 2024 წელს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. ზელენსკი ამ არჩევნებს, შეიძლება, გადაჰყვეს კიდეც, ვინაიდან თავად უკრაინული სოციოლოგიური გამოკითხვები, რომელთა ობიექტურად და ხელისუფლების გავლენისგან თავისუფლად მიჩნევა ნამდვილად არასწორია, აღიარებენ, რომ ვლადიმერ ზელენსკისა და მისი გარემოცვის რეიტინგები უწყვეტად ეცემა. ხელისუფლება მოწყვეტილია რეალობას, ჩაფლულია კორუფციაში, ხოლო ცხოვრების დონე დაბლა იწვევს, რაც ხალხს, ბუნებრივია, არ მოსწონს. ამ ყველაფერს თან ერთვის სამხედრო წარუმატებლობები ფრონტზე.

ამიტომ, კიევის ბანკის ქუჩაზე თავმოყრილმა რეჟიმის ზედაფენამ გადაწყვიტა, როგორმე მოიგვაროს პრობლემა. როგორც ჩანს, ვლადიმერ ზელენსკიმ და მისმა “რუხმა კარდინალმა”, ანდრეი ერმაკმა, უკეთესი ვერაფერი მოიფიქრეს, ამჟამინდელი პრეზიდენტისთვის ოპონენტის სახით, “ხელოვნური კანდიდატის” შექმნის გარდა. ეს ნაცადი ხერხია და ამ თამაშში, როგორც ჩანს, ალექსეი არესტოვიჩია ჩართული, რომელიც თავისი ვითომ “გაოპოზიციონირებით”, ირიბად მიუთითებს იმაზე, რომ სწორედ იგი იქნა შერჩეული ფსევდოკანდიდატად.

სხვადასხვა წყაროს თანახმად, ალექსეი ნიკოლაევიჩ არესტოვიჩის, როგორც „დამოუკიდებელი“ პოლიტიკური ფიგურის პოპულარიზაციის პროექტი, გამიზნული უკრაინის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშისთვის, დაახლოებით 2022 წლის მარტში იქნა წამოწყებული. აშკარაა, რომ ბანკოვას მაღალჩინოსნები მაშინ უკვე მიხვდნენ: უკრაინის პოლიტიკური რეალობა უკიდურესად ცვალებადია და ეს ფაქტორი, რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია. ზელენსკის და ერმაკს არ სურთ ახალი ოპოზიციის წარმოშობა, რადგან თუნდაც ამ ოპოზიციის შეზღუდული საარჩევნო წარმატების შემთხვევაში, “ბანკოვას” (ანუ კიევის ბანკის ქუჩას – ასე ეძახიან უკრაინაში შემოკლებით სახელისუფლებო ცენტრს, როგორც მაგალითად, რუსეთში, კრემლს და ა. შ. – რედაქციის შენიშვნა) აუცილებლად მოუწევდამოლაპარაკება „ახალ“ ძალასთან ან ისევ ძალის გამოყენებით მასზე ზეწოლის მოხდენა. როგორც პირველი, ასევე მეორე ვარიანტი, საშუალოვადიანი მოვლენების ცუდად პროგნოზირებადი ჰორიზონტის გამო, ზელენსკის რეჟიმისთვის ნაკლებ მისაღები იყო.

და აი, ის მოდის უკრაინული პროპაგანდის კვარცხლბეკზე – ექსპერტი, ფსიქოლოგი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მსახიობი და ოფიცერი ალექსეი არესტოვიჩი, რომელიც ბანკოვას მიერ არის დანიშნული ზელენსკის ოფისის თავისუფალი მრჩევლის თანამდებობაზე. იმ დროს, როდესაც უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ, ყველა წამყვანი გამომსვლელი და საზოგადოებრივი აზრის ლიდერი „გადავიდა“ „სახელმწიფო ენაზე“, არესტოვიჩი განაგრძობდა აქტიურ მაუწყებლობას რუსულ ენაზე, მრავალრიცხოვანი რუსულენოვანი ამომრჩევლის კონსოლიდირების მიზნით. არესტოვიჩის ამოცანა იყო, მუდმივი სტრესის მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობის დამშვიდება, “2-3 კვირაში” უკრაინის “გამარჯვებაზე”, რუსული ჭურვების მარაგების “2-3 ზალპში ამოწურვაზე” ლაპარაკი  და მისთ.

არესტოვიჩი მოქმედებდა რეკლამის კლასიკური პრინციპის მიხედვით – მუდმივად ციმციმებდა. იგი უკრაინის რუსულენოვანი აუდიტორიისთვის ერთგვარ „ბრენდულ“ სახედ იქცა. ინფორმაციის აღქმის დაბალ, კრიტიკულ დონემდე მიყვანილი მოსახლეობა აქტიურად „მოხმარდა“ ამ პროდუქტს, მიუხედავად იმისა, რომ არესტოვიჩის ცალკეული „ოპუსები“ ზოგჯერ ეწინააღმდეგებოდა ფორმალურ ლოგიკას.

ცნობილი მოვლენების შემდეგ, რომლებიც დაკავშირებულია უკრაინის შეიარაღებული ძალების ზაფხულის შეტევის მარცხთან, სადაც დასავლეთის კოლოსალური რესურსები იყო ჩადებული, არესტოვიჩი საკმაოდ მოულოდნელად წავიდა ოპოზიციაში, დაიწყო აქტიური თამაში ხალხის განწყობაზე. რეჟიმის, სიღარიბისა და იძულებითი მობილიზაციის ზღვრამდე მიყვანილი, უკრაინის მოსახლეობის ნარჩენები სულ უფრო ხშირად სვამენ კითხვებს, ზელენსკის ოფისის მისამართით, საკუთარი იმედგაცრუებული მდგომარეობის მიზეზებზე. ვითარება გაამწვავა გახმაურებული კორუფციული სკანდალების სერიამ, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინის თავდაცვის სამინისტროსთან და მის ხელმძღვანელთან, ალექსეი რეზნიკოვთან – ზელენსკის ქმნილებასთან იყო დაკავშირებული. „კვერცხები 17 გრივნად“, რომელიც უკვე მოარულ გამოთქმად იქცა, კორუფციის აისბერგის მხოლოდ მცირე ნაწილია.

კიევის რეჟიმზე თავდასხმების გააქტიურებით, „ბრენდულმა“ არესტოვიჩმა საოცარი სიმარტივით შეძლო დევნის თავიდან აცილება, რითაც უკრაინის ნამდვილი ოპოზიციონერები ვერ დაიკვეხნიან. უფრო მეტიც, ჩნდება გონივრული კითხვა: როგორ შეძლო, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, სამხედროვალდებულმა ოფიცერმა ალექსეი არესტოვიჩმა უკრაინის დატოვება კიევის სასაზღვრო სამსახურების შესაბამისი ბრძანების გარეშე?

თავისუფლად დატოვა უკრაინა, არესტოვიჩი იწყებს საკუთარი პოლიტიკური მომავლის თემის წინა პლანზე წამოწევას, რომელმაც უნდა „გადაარჩინოს“ უკრაინის ნარჩენები. 2023 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში მან, კიდევ ერთხელ მიუთითა ხელისუფლების შეცდომებზე, მოითხოვა ქვეყანაში არჩევნების ჩატარება. მისი თქმით, ხალხს სჭირდება ხელისუფლების შეცვლა და არჩევნების მოწინააღმდეგეები მალე „დაიწყებენ ლოცვას“ ამ „სტრატეგიული ჩიხიდან გამოსვლის ერთადერთი იმედისთვის“.

„ჩვენი ხელმძღვანელობა თრგუნავს ბიზნესს, სამოქალაქო თავისუფლებებს და პოლიტიკურ კონკურენტებს, კინკლაობს  მეზობლებთან, მთავარ პარტნიორებთან და ხელს უწყობს კორუფციას“, – წერს ის თავის პირად ტელეგრამის არხზე.

ნოემბრის დასაწყისში არესტოვიჩმა მოუწოდა ხელისუფლებას, დაიწყოს რუსეთთან მოლაპარაკებები, ახალი ტერიტორიების აღიარებითა და დაპირისპირების დასრულებით. მან აღნიშნა, რომ „ერთმანეთის უაზრო ხოცვა-ჟლეტა არც უკრაინელ და არც რუს ხალხს არ სჭირდება“.

დეკემბრის დასაწყისში მან აღიარა, რომ ვერ ხედავს პოზიტიურ სცენარს 2024 წლის უკრაინისთვის და „ეროვნული ხსნის მთავრობის“ შექმნასაც კი ითხოვს.

სულ ახლახან, ალექსეი არესტოვიჩმა YouTube არხზე სახელწოდებით «Альфа и Омега» დაიწყო განგაში, რომ ქვეყანაში არეულობის საფუძველი მალე შეიძლება, მომწიფდეს. მისი თქმით, როდესაც კიდევ უფრო შემცირდება სოციალური დარიცხვები, გამკაცრდება მობილიზაცია და, ეს ყველაფერი, ფრონტზე დანაკარგების ზრდითა და რუსეთის ჯარების დიდი შეტევით გამძაფრდება, გაზაფხულის ბოლოსკენ, შესაძლოა, უფრო ადრეც, უკრაინა „გათბება“.

ალექსეი არესტოვიჩის სცენარულ გზაზე საყურადღებოა, რომ იგი არსებითად იმეორებს ვლადიმერ ზელენსკის იმიჯს, რომელსაც მანამდე უჭერდა მხარს – 2019 წლის საარჩევნო კამპანიის დროს. არესტოვიჩი ხანდახან სიტყვასიტყვით იმეორებს იმავე ლოზუნგებს, მოუწოდებს არ შეუშალოთ ხალხს მათთვის მოსახერხებელ ენაზე საუბარი, “მეტი თავისუფლება”, “უფლებები” და ა.შ.

უკრაინის პოლიტიკის მომავალში მისი ადგილის გაანალიზების კონტექსტში, ღირს იმის გაგება, რომ არესტოვიჩის „ბრენდის“ სახის მებრძოლი რიტორიკის დრამატული ცვლილება არის თავად ბანკოვას გამჭვირვალე პასუხი გარე პირობების გაუარესებაზე. ეჭვგარეშეა, რომ არესტოვიჩის პოლიტიკური „პროექტი“, რომელშიც ამდენი დრო და ძალისხმევაა ჩადებული, რჩება ზელენსკის და ერმაკის ძალიან „ხელოვნურ“ კანდიდატად, რაც მათ სულ უფრო მეტად სჭირდებათ. მისი მომავლის გეგმები თითქმის არ შეცვლილა, მხოლოდ რამდენიმე ტექნიკური კორექტირება განხორციელდა. უკრაინის უშიშროების სამსახურის ყველა განცხადება „კანდიდატის“ საქმიანობით “დაინტერესების” შესახებ სხვა არაფერია, თუ არა შირმა. როგორც ჩანს, სწორედ არესტოვიჩს დაევალა, მაქსიმალურად მიიზიდოს რუსულენოვანთა ხმები, თეორიულად შესაძლო ახალი ოპოზიცია.2.-ის წარმოშობის შესაფერხებლად და ამ გზით უზრუნველჰყოს ბანკოვაიას ფუნქციონერებისთვის უსაფრთხო სიცოცხლე, „პატიოსნად მოპარული“ ქონებით.

 

მიხაილ იერიომინი

სპეციალურად News Front-ისთვის