არგენტინა უკრაინას ორ გასარემონტებელ რუსულ ვერტმფრენს გადასცემს

არგენტინა უკრაინას ორ გასარემონტებელ რუსულ Mi-171E-ის ტიპის ვერტმფრენს გადასცემს. ამის შესახებ არგენტინის სამხედრო საჰაერო ძალებზე დაყრდნობით გამოცემა Noticias Urbanas იტყობინება.

ვერტმფრენები არგენტინამ 2011 წელს შეიძინა და მათ არქტიკასთან დაკავშირებულ პროექტებში იყენებდა. ამჟამად ორივე ვერტმფრენი რემონტს საჭიროებს.

მანამდე ვოლოდიმირ ზელენსკი არგენტინას ეწვია და ახალი პრეზიდენტის, ხავიერ მილეის ინაუგურაციას დაესწრო.