ფრანგი მსახიობი, ემანუელ დებევერი, რომელმაც ჟერარ დეპარდიეს სექსუალურ ძალადობაში პირველმა დასდო ბრალი, ამ თვის დასაწყისში გარდაიცვალა. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს. დებევერი 6 დეკემბერს პარიზის ერთ-ერთ საავადმყოფოში 1-კვირიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, 60 წლის მსახიობმა თავი მოიკლა.
პარიზის პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო და პოლიციას იმ გარემოებების კვლევა სთხოვა, რომელსაც ქალის სიკვდილამდე მიყვანა შეეძლო.
2019 წლის ფეისბუქ პოსტში დებევერმა დეპარდიე სექსუალურ შევიწროვებაში დაადანაშაულა. ემანუელის თქმით, 1982 წელს ფილმ “Danton”-ის გადასაღებ მოედანზე მის უნებართვოდ შეხებას ცდილობდა. “ეს ურჩხული გადაღებისას ყველანაირ ხერხს მიმართავდა, რომ სიამოვნება მიეღო. სცადა, რომ მისი მსუქანი ხელი ჩემი ქვედაბოლოს ქვეშ შეეყო, მაგრამ არ მივეცი ამის უფლება.
აპრილში ფრანგულმა საგამოძიებო გამოშვებამ 13 სხვა ქალი გამოავლინა, რომლებიც მსახიობს სექსუალურ შევიწროვებაში ან ცალკეულ ინციდენტებში ადანაშაულებდნენ. გამოცემამ დასძინა, რომ საჩივრები იმ “მსახიობებისგან, ვიზაჟისტებისა და საპროდიუსერო პერსონალისგან” შევიდა, რომლებთანაც დეპარდიე 2004-2022 წლებში მუშაობდა. მათი ბრალდებები დოკუმენტურ ფილმ “ჟერარ დეპარდიე: ოგრის დაცემა“-შიც მოხვდა, რომელიც ფრანგულ ტელეარხ France 2-ზე 7 დეკემბერს გამოვიდა.
წყარო: ambebi.ge