ჰუსიტები პირობას დებენ, რომ ისრაელის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებს გააგრძელებენ და აშშ-ის ნებისმიერ ქმედებას უპასუხებენ

ჰუსიტების მაღალი თანამდებობის პირი ალი ალ-ქაჰუმი პირობას დებს, რომ იემენელი მეამბოხეები გააგრძელებენ ოპერაციებს ისრაელის წინააღმდეგ.

„აშშ-ისა და ისრაელის მუქარის მიუხედავად, ჰუსიტები პალესიტინის მიზანს არ მიატოვებენ“, – აღნიშნა ალი ალ-ქაჰუმმა.

მან აღნიშნა, რომ დაჯგუფება ისრაელის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებს გააგრძელებს და აშშ-ის ან დასავლეთის ნებისმიერ ქმედებას პასუხს გასცემს.

„იემენი საერთაშორისო საზღვაო ნავიგაციას საერთაშორისო კანონებისა და ნორმების შესაბამისად იცავს“, – დასძინა ალ-ქაჰუმმა.