შალვა პაპუაშვილი: „ნაცმოძრაობის“ პრობლემა მის ფილოსოფიაშია

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ პრობლემა მის ფილოსოფიაშია.

„ნაციონალური მოძრაობის“ პრობლემა არ არის ადამიანებში, ვინ რას მართავს, რომელ დეპარტამენტს და რაიონულ ორგანიზაციას, “ნაცმოძრაობის” პრობლემა მის ფილოსოფიაშია. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ეფუძნება არა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, არამედ სხვა ქვეყნების ინტერესებს, მათ შორის სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების ინტერესებს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.