კოლორადოს შტატის უზენაესმა სასამართლომ ტრამპს არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა

კოლორადოს უზენაესმა სასამართლომ აშშ-ის ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი შტატის მასშტაბით 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრის სიიდან ამოიღო იმ მოტივით, რომ „ის არ არის პრეზიდენტობისთვის შესაბამისი კანდიდატი „ამბოხის აკრძალვის“ შესახებ კანონის მე-14 შესწორების თანახმად.

 

როგორც CNN წერს, ამ უპრეცედენტო გადაწყვეტილების აღსრულება 4 იანვრამდე შეჩერდება, მანამ აშშ-ის ტრამპს უზენაეს სასამართლოში მისი გასაჩივრებისთვის ვადა აქვს.

სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ კოლორადოს შტატს ეხება, თუმცა, როგორც CNN აღნიშნავს, ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიაზე.