რუს მოჭადრაკეს, გარი კასპაროვს და „თავისუფალი რუსეთის ფორუმის” თანადამფუძნებელ ივან ტიუტრინს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის სახსრების შეგროვებისთვის ერთიდან ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ამის შესახებ სახელისუფლებო გამოცემა TASS წერს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით, რომელშიც აღნიშნულია, რომ უწყებამ დანაშაულის ნიშნები აღმოაჩინა კასპაროვისა და ტიურინის ქცევებში.
კერძოდ, საქმე ეხება მათ მიერ გამართულ აუქციონს, რომელზეც სახსრები შეგროვდა რუსეთისა და ბელარუსის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც საბრძოლო მოქმედებებში უკრაინის მხარეს იბრძვიან.
„რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარმა სამმართველომ ქალაქ მოსკოვში ჩატარებული შემოწმების შედეგად, კასპაროვისა და ტიურინის მოქმედებებში რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 284.1.2 მუხლით (ფულადი სახსრების უზრუნველყოფა, შეგროვება ან ფინანსური მომსახურების გაწევა აშკარად გამიზნული უცხოური ან საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობის მხარდასაჭერად, რომლის მიმართაც, კანონმდებლობის შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მისი საქმიანობის არასასურველად აღიარების შესახებ)“, – ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში, რომელსაც Telegram-ზე რუსეთის სახელმწიფო დუმის უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციული კომიტეტის წევრი ანდრეი ალშევსკიხი აზიარებს.
ცნობისთვის, გარი კასპაროვი რუსეთის ფედერაციაში უცხოური აგენტების სიაშია შეყვანილი.