სომხეთის მარეგულირებელმა კომისიამ ერთი თვით სამაუწყებლო ლიცენზია შეუჩერა რადიო „Sputnik არმენიას“. ამის შესახებ Nexta Live იუწყება.
ლიცენზიის შეჩერების მიზეზი ერთ-ერთ გადაცემაში წამყვანის, ტიგრან კეასოიანის მიერ სომხეთის და მისი ხალხის მიმართ „ღირსების შემლახველი განცხადებები“ გახდა.
ტიგრან კეასოიანი რუსეთში მოღვაწე ცნობილი ჟურნალისტის მარგარიტა სიმონიანის ქმარია. სიმონიანი არის ტელეკომპანია Russia Today-ის, სააგენტო „როსია სეგოდნია“-ს და სააგენტო Sputnik-ის მთავარი რედაქტორი.