„ჰამასის“ ჯანდაცვის უწყების მტკიცებით, ისრაელის იერიშებს სულ მცირე 20 000 ადამიანი ემსხვერპლა

„ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ღაზას სექტორში 7 ოქტომბრის თავდასხმების შემდეგ, ისრაელის საპასუხო იერიშების შედეგად სულ მცირე 20 000 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

„ჰამასის“ კონტროლირებად უწყებაში ამბობენ, რომ კონფლიქტის დაწყებიდან ყოველდღიურად დაახლოებით 300 ადამიანი იღუპება, შვიდდღიანი ცეცხლის შეწყვეტის გამოკლებით.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური საგანგებო სიტუაციების დირექტორი რიჩარდ ბრენანი ამბობს, რომ  ღაზას ჯანდაცვის უწყების მიერ მიწოდებული რიცხვი სანდოა და კითხვის ნიშნებს არ აჩენს.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადეს, რომ იღებენ პრევენციულ ზომებს, რათა თავიდან აიცილონ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის მიყენება.

ისრაელი ასევე აცხადებს, რომ „ჰამასი“ ღაზას მშვიდობიან მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებს.