პუტინმა უკვე წააგო ომი უკრაინის წინააღმდეგ – ენტონი ბლინკენი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკვე წააგო ომი უკრაინასთან, რადგან მან ვერ მიაღწია თავის მთავარ მიზანს – წაეშალა იგი მსოფლიო რუკიდან და შეეყვანა რუსეთის შემადგენლობაში, – ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინელებმა შეუძლებელი გააკეთეს – მათ წინააღმდეგობა გაუწიეს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს არმიას.

„რთული წელი იყო ბრძოლის ველზე, მაგრამ უკრაინელებმა გააკეთეს ის, რაც არავის ეგონა, რომ შესაძლებელი იყო“, – აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.