ყოველ შემთხვევაში, ეს ასე ჩანს მისი ორაზროვანი განცხადებიდან, რომელიც მან ახლახანს, თბილისიდან მარტვილში ჩასვლის შემდეგ გააკეთა.
ჟურნალისტმა ჰკითხა ცაავას, აპირებს თუ არა იგი ოპოზიციურ “სახალხო” მოძრაობას ჩაუდგეს სათავეში, რაზეც განკვეთილი ეპისკოპოსისგან ასეთი პასუხი მიიღო:
„საერთოდ, ვფიქრობ, რომ ეროვნულ-სახელმწიფოებრივი, განმათავისუფლებელი მოძრაობა საქართველოში აუცილებლად იშობა და აუცილებლად მოემზადება აპოკალიფსური საქართველოსთვის… უფალი იესო ქრისტე იქნება ყველა ჩვენი გამათავისუფლებელი მოძრაობის წინამძღვარი და ჩვენ ვიქნებით ქრისტეს მხედრები ყველგან და ყველაფერში“.
კარგი იქნებოდა, ჟურნალისტს სხვა კითხვაც დაესვა “მეუფისათვის”, კერძოდ, რას ფიქრობს იგი მე-9 მცნების დარღვევაზე (ცრუმოწმეობა): “არა ცილი-სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა”?!