დღეს ტრეტიაკოვის გალერეაში რუსული და ქართული შუა საუკუნეების ფრესკებისა და ხატების ასლების გამოფენა გაიხსნა. ყველა მათგანი სხვადასხვა წლებში შეიქმნა ცნობილი რესტავრატორის, ადოლფ ნიკოლაევიჩ ოვჩინნიკოვის მიერ. ოვჩინიკოვის სახელოსნო არის საკულტო ადგილი რუსეთის დედაქალაქის კულტურულ რუკაზე, რომელიც აერთიანებს შუა საუკუნეების ხელოვნების მცოდნეებს მრავალი ათწლეულის განმავლობაში.
პირველად ფართომასშტაბიანი საგამოფენო პროექტი ფართო საზოგადოებას წარუდგენს რესტავრატორის მთავარ ნამუშევრებს: 11 ხატს და 100-მდე გრაფიკულ ნამუშევარს, რომლებიც ასახავს საქართველოს უძველესი გამოქვაბულის სამონასტრო კომპლექსების ფრესკებს და რუსეთის ჩრდილოეთის ეკლესიებს.
გამოფენაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქრისტიანულ საქართველოს – ა. ნ. ოვჩინიკოვი დიდ დროს ატარებდა IX-XIII საუკუნეების ფრესკების შესწავლასა და გადაწერას დავით გარეჯის ცნობილ გამოქვაბულის სამონასტრო კომპლექსში, ასევე ატენში, ბეთანიასა და აჭში. მხატვრის ნამუშევრები გახდა მნიშვნელოვანი დოკუმენტი და კულტურული მტკიცებულება – მისი ასლები და კალკები ხშირად შეიცავს უძველესი მხატვრობის ფრაგმენტებს და ზოგჯერ მთელ კომპოზიციებსაც, რომელთა ორიგინალები შემდგომში დაიკარგა .
საგამოფენო პროექტის განსაკუთრებული გადაწყვეტა იყო ფრესკების ასლების განთავსება უძველესი ქართული და რუსული ეკლესიების ხელახლა შექმნილ ინტერიერში, სადაც ისინი თავის დროზე შეიქმნნენ. ეს ტექნიკა მნახველებს საშუალებას მისცემს პირდაპირ განიმსჭვალოს ტაძრის ესთეტიკით, დროსა და სივრცეში.
ტრეტიაკოვის გალერეაში გახსნილი გამოფენა კიდევ ერთი შეხსენებაა ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის მრავალმხრივი და მუდმივი სულიერი და კულტურული კავშირისა.
გამოფენა 14 აპრილამდე გაგრძელდება.
საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესების სექცია