რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. როგორც სააგენტო БЕЛТА ბელარუსის პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება, ორი ქვეყნის ლიდერებმა ბელარუსში შექმნილი მდგომარეობა და საგარეო საკითხები განიხილეს, განსაკუთრებით კი ყურადღება დასავლეთის მიმართულებით გაამახვილეს.
ამასთან, რუსეთისა და ბელარუსის ხელმძღვანელებმა კორონავირუსთან ბრძოლის საკითხები განიხილეს. ამ მხრივ, პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ ბელარუსის მოქალაქეები ნებაყოფლობით ჩაერთვებიან რუსეთის ფედერაციაში წარმოებული ვაქცინის გამოცდის მესამე ეტაპში.
ასევე ბელარუსი გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც ამ ვაქცინას მიიღებს.
წყარო: interpressnews.ge