რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის მარია ზახაროვას განცხადებით, რუსული მხარისთვის და მედიისთვის ბუჩაში დაღუპულთა სიის მიწოდებაზე უარი თქმა ნიშნავს იმას, რომ ის, რაც ბუჩაში მოხდა, ეს იყო უკრაინის მიერ შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის დახმარებით განხორციელებული პერფორმანსი.
„შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან რეაგირების არარსებობა მიუთითებს იმაზე, რომ ბუჩაში პერფორმანსი დადგეს. ეს განხორციელდა კიევის „რეჟიმის“ მიერ, სადაც ამერიკელები და ბრიტანელები მონაწილეობდნენ“, – აცხადებს ზახაროვა.
ინფორმაციისთვის, ბუჩა რუსულმა ძალებმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეჭრიდან მალევე დაიკავეს. ქალაქის გათავისუფლებამდე რუსებმა ომის ასობით დანაშაული ჩაიდინეს.
უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ბუჩაში მოკლულია უკრაინის 300-ზე მეტი მშვიდობიანი მაცხოვრებელი.