„ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს აღმავლობის წელი დგება და მას წინ ვერავინ ვერ აღუდგება.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ბოლო წელიწადი დგება.
„პუტინის ბოლო წელიწადი დგება. საქართველოს აღმასვლის, აღმაფრენის, გაბრწყინების ჟამი დგება. საქართველო გაიმარჯვებს და მას წინ ვერავინ ვერ დაუდგება და ვერავინ ვერ შეუშლის ხელს, იმიტომ, რომ ჩვენი სულიერი მისია არის – გამარჯვება და წინსვლა, ასე დაგვიბედა ღმერთმა და ისტორიამ“, – აცხადებს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი.