აშშ-ის სამხედროებმა განახორციელეს დარტყმები ირანის მიერ მხარდაჭერილი ძალების ობიექტებზე.
პენტაგონის განცხადებით, თავდასხმები პასუხი იყო ერაყსა და სირიაში ამერიკელი პერსონალის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებზე.
„აშშ-ის სამხედრო ძალებმა განახორციელეს დარტყმები „ჰეზბოლას“ სამ ობიექტზე, რომლებსაც იყენებდნენ „ქატაიბ ჰეზბოლას“ და მასთან დაკავშირებული ჯგუფები ერაყში. ეს ზუსტი დარტყმები პასუხია ერაყსა და სირიაში აშშ-ის პერსონალის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებზე ირანის მიერ დაფინანსებული მილიციის მიერ“, – ნათქვამია ოსტინის განცხადებაში.
პენტაგონის განცხადებით, დაიჭრა სამი ამერიკელი სამხედრო, მათ შორის ერთი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
ოსტინი დასძენს, რომ ვაშინგტონი არ დააყოვნებს მიიღოს აუცილებელი ზომები შეერთებული შტატების, ამერიკული ჯარების და მათი ინტერესების დასაცავად.
„ჩვენ ყოველთვის დავიცავთ ჩვენს ძალებს. უფრო მაღალი პრიორიტეტი არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვცდილობთ კონფლიქტის ესკალაციას რეგიონში, ჩვენ მზად ვართ მივიღოთ შემდგომი საჭირო ზომები ჩვენი ხალხისა და ჩვენი ობიექტების დასაცავად“, – აღნიშნავს ოსტინი.