“ამით უფრო სხვების დაშინებას ცდილობენ, ვიდრე ჩემსას!” – პროფესორი ელიზბარაშვილი სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებით!

უამრავი ადამიანი მემუქრება სოციალურ ქსელებში უკრაინის ომის დაწყებიდან, ზოგ მუქარას უკვე აღარ ვაქცევ ყურადღებას და პირდაპირ ვშლი – “უნივერსიტეტიდან გაგაგდებთ!”. “ქვეყნიდან გაგაგდებთ!”. მაგრამ არის მუქარები, რომლის ყურადღების გარეშე დატოვება არ შეიძლება. ესენი მე შევკრიბე და დიდი ხანია, უკვე გადავეცი ვაკის პოლიციას, მან გადასცა ძველი თბილისის პოლიციას და მან კი თაროზე შემოდო. არადა, ძალიან მალე შეიძლებოდა ასეთი ადამიანების აიპი-მისამართების დადგენა, პოვნა და მათთვის პასუხის გება. მაგრამ ასე არ მოხდა.

შედეგად, დღეს ჩემზე პოლიტიკური შურისძიება განხორციელდა ვიღაც ზონდერი ბოქსის მწვრთნელის მიერ, ვითომც ყოფით ნიადაგზე კონფლიქტის გათამაშებით. როდესაც დარწმუნდნენ, რომ სტუდენტების მოქსევას ჩემთან აზრი არა აქვს, ახლა ასეთი ბრუტალური ფორმა გამონახეს.

შედეგად თვალის ფუძის ძვლის მოტეხილობა, ცხვირში ძვლის მოტეხილობა, თვალის ბადურის დაჟეჟილობა, 13 პატარა ნაკერი თვალებთან და ტვინის შერყევა.

მაგრამ ამით უფრო სხვების დაშინებას ცდილობენ, ვიდრე ჩემსას! – წერს პროფესორი ელიზბარ ელიზბარაშვილი თავის მიერ გამოქვეყნებულ სელფი-ფოტოსთან ერთად.

ცნობისათვის: პროფ. ელიზბარაშვილი კონსერვატული პარტიის წევრია და აქტიურად გამოდის ტელეკომპანია “ალტ ინფოს” ეთერში.

რედაქციისგან: ევროგამოთაყვანებული ქოც-ხელისუფლების მიერ ჭაობად დამყაყებულ ქვეყანაში ეს განუკითხაობა გაკვირვებას არ იწვევს!