თურქეთში მასშტაბური ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს“ ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 57 დაშავდა.
როგორც თურქული მედია იტყობინება, ჯაჭვური ავარია გაურკვეველი მიზეზით მოხდა. ერთმანეთს 7 მანქანა, მათ შორის 3 ავტობუსი და სატვირთო მანქანა დაეჯახა.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
წინასწარი ინფორმაციით საქართველოს მოქალაქეები დაშავებულებს და გარდაცვლილებს შორის არ არიან. დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით. იმედია არაფერი შეიცვლება.