CNN: დასავლეთის მხარდაჭერის შემცირებისა და პუტინის დაუნდობელი ომის მანქანის ფონზე უკრაინის გამარჯვების იმედი სუსტდება

ერთი წლის წინ, ვოლოდიმირ ზელენსკი ბახმუტში ბრძოლის ველიდან ვაშინგტონში გაემგზავრა, სადაც აშშ-ის კონგრესს სიტყვით მიმართა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდა; მას მიეგებნენ როგორც გმირს, ხოლო უკრაინის მტკიცე განზრახვამ, წინააღმდეგობა გაეწია რუსეთის აგრესიისთვის ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა მოიპოვა – ერთი წლის შემდეგ, პერსპექტივა ბევრად უფრო ბუნდოვნად გამოიყურება, – წერს CNN-ი სტატიაში სათაურით დასავლეთის მხარდაჭერის შემცირებისა და პუტინის დაუნდობელი ომის მანქანის ფონზე უკრაინის გამარჯვების იმედი სუსტდება.

“უკრაინის კონტრშეტევამ სამხრეთში მწირი შედეგი გამოიღო. როგორც ჩანს, რუსეთი ამ დროისთვის გაუმკლავდა საერთაშორისო სანქციებს და თავისი ეკონომიკა ომის მანქანად აქცია”, – ნათქვამია სტატიაში.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ომის წარმოების რუსეთის მეთოდმა, რომელიც შთანთქავს ადამიანურ და მატერიალურ დანაკარგებს, შეაფერხა უკრაინელი სამხედროების ტაქტიკური და ტექნოლოგიური უპირატესობა.

“კრემლი გრძნობს მზარდ სკეპტიციზმს უკრაინის დასავლელ მხარდამჭერებს შორის, რომ უკრაინას შეუძლია დაიბრუნოს რუსული ძალების მიერ ჯერ კიდევ ოკუპირებული ტერიტორიის 17%. ვლადიმირ პუტინი ტკბება ბევრად უფრო პარტიული ატმოსფეროთი ვაშინგტონში, სადაც ბევრი “რესპუბლიკელი” ეჭვქვეშ აყენებს უკრაინისათვის კიდევ 61 მილიარდი დოლარის გამოყოფის მიზანს. მათი შეფასებით, ეს ბრძოლის ველზე ვითარებას დიდად არ შეცვლის”, – აღნიშნულია სტატიაში.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ახლო აღმოსავლეთში განვითარებულმა მოვლენებმა ყურადღება გადაიტანა უკრაინიდან, როგორც მთავარი საერთაშორისო კრიზისიდან.

“უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველ წლისთავზე ზელენსკიმ განაცხადა, რომ “2023 წელი ჩვენი გამარჯვების წელი იქნება!”. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის მომავალ წელს იგივე ოპტიმისტურ პროგნოზს გააკეთებს”, – აღნიშნავს სტატიის ავტორი.

სტატიაში ხაზგასმულია, რომ რუსეთს ასევე აქვს თავისი სუსტი წერტილები, თუმცა ის უფრო გრძელვადიანია. კერძოდ, კონფლიქტმა გაამწვავა რუსეთის დემოგრაფიული კრიზისი ქვეყნიდან მოქალაქეების გასვლისა და ბრძოლის ველზე დანაკარგების გამო. 2022 წელს რუსეთი თითქმის 750 000-მა ადამიანმა დატოვა. რუსეთის ეკონომიკისთვის გრძელვადიანი პროგნოზი მძიმეა. მაგრამ როგორც ეკონომისტმა, ჯონ მეინარდ კეინსმა ბრძანა: “გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ ყველანი მოვკვდებით”. მოკლევადიან პერსპექტივაში პუტინი მიუწვდომელი ჩანს.

“დასავლეთის დედაქალაქებში უკრაინის მხარდაჭერის შესახებ მანტრა იყო “იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება”, თუმცა მიმდინარე თვეში ზელენსკის გვერდით მდგომმა ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ მხარს დაუჭერს უკრაინას “მანამ, სანამ ჩვენ შეგვიძლია”, – აღნიშნულია სტატიაში.

სტატიის ავტორი წერს, რომ რუსების ცოცხალი ძალისა და ტექნიკის უზარმაზარი რეზერვები ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ მიაღწიონ თანდათანობით პროგრესს დიდ ფასად.

“ასე იყო ბახმუტის გარშემო გასულ ზამთარში. შესაძლოა იგივე დაემართოს დონეცკის განადგურებულ ქალაქ ავდიივკას მომდევნო რამდენიმე კვირაში”, – ნათქვამია სტატიაში.

“რა თქმა უნდა, არსებობს დაძაბულობის ნიშნები უკრაინულ საზოგადოებაში მაშინ, როდესაც კონფლიქტი მეორე წლისთავს უახლოვდება და ეკონომიკა ცდილობს, კვლავ დაიწყოს ზრდა, მას შემდეგ რაც ერთი მესამედით შემცირდა. რაც უფრო დიდხანს ცხოვრობს რამდენიმე მილიონი უკრაინელი ევროპაში, მით უფრო ნაკლებია მათი [უკრაინაში] დაბრუნების შანსი. ჯერჯერობით ზელენსკი და მისი ახლო გარემოცვა კომპრომისისთვის მზაობის ნიშანს არ აჩვენებენ. ზელენსკი არ დაუჭერს მხარს ზავს ან მოლაპარაკებებს. თუ გამოვრიცხავთ ორივე მხრიდან სულისკვეთების ნაკლებად სავარაუდო დაცემას, კვლავ იქნება ბრძოლები იმ ქალაქებისა და სოფლებისთვის, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში განადგურდა. უკრაინას ექნება გადარჩენის