თურქეთის შს მინისტრის განცხადებით, „მოსადის“ სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული 33 პირი დააკავეს

თურქეთის პოლიციამ ისრაელის „მოსადის“ სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი 33 პირი დააკავა. ინფორმაციას  თურქეთის შს მინისტრი ალი იერლიკაია აცხადებს.

„პოლიციამ რვა პროვინციის 57 ლოკაციაზე ჩაატარა რეიდები, როგორც სტამბოლის პროკურატურის კონტრტერორისტული ბიუროსა და ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაციის მიერ დაწყებული გამოძიების – ოპერაცია Mole-ის ნაწილი“, – აცხადებს იერლიკაია.

ალი იერლიქაიამ განაცხადა, რომ ეჭვმიტანილების მიზანი თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების იდენტიფიცირება, მონიტორინგი, თავდასხმა და გატაცება იყო.