ირანის პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისიმ ირანში მომხდარ აფეთქებებში ისრაელი დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მათ, ამ დანაშაულისთვის, მძიმე ფასის გადახდა მოუწევთ.
„ვაფრთხილებ სიონისტურ რეჟიმს: ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ გადაიხდით მძიმე ფასს ამ დანაშაულისთვის და თქვენს მიერ ჩადენილი სხვა დანაშაულებისთვის“, – აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.
რაისიმ, რომელიც ირანის მთავრობის მეთაურია დასძინა, რომ ისრაელის სასჯელი „სამწუხარო და მკაცრი“ იქნება.