საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 1 429 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1 150, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7005 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 255 პაციენტია.
საქართველოში კორონავირუსით მე-19 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ ვრცელდება მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.
ეს ბოლო 12 საათში კორონავირუსის შედეგად გარდაცვალების მეორე შემთხვევაა. გუშინ საღამოს ცნობილი გახდა, რომ 80 წელს გადაცილებული ქალი გარდაიცვალა.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებულია 1 429 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1 150, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7005 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 255 პაციენტია.
ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.
“სპუტნიკი”