საშუალოდ წყლის პლასტმასის ბოთლი 240 000 ცალ კიბოს გამომწვევ ნანოპლასტიკს შეიცავს – Daily Mail

მეცნიერები რომლებიც ყველაზე მოწინავე ლაზერული სკანირების ტექნიკას იყენებენ, აღმოაჩინეს, რომ პლასტმასის ერთ ლიტრიან წყლის ბოთლში საშუალოდ 240 000 კიბოს გამომწვევი ნანოპლასტიკია. ერთ ლიტრ ონკანის წყალში კი 5,5. ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.

ონკანის წყლის დაბინძურების გამო მსოფლიო ჩამოსასხმელ წყალზე გადავიდა. თუმცა ახალმა კვლევებმა აჩვენა, რომ პლასტმასის ბოთლი უფრო მეტ ტოქსიკურ ნანონაწილაკებს შეიცავს, ვიდრე ონკანის წყალი.

მეცნიერების ვარაუდით, ბოთლიდან წყლის დალევამ სასიცოცხლო ორგანოებში შესაძლოა პლასტმასის პატარა ნაწილაკების დაგროვება გამოიწვიოს. აღნიშნული აბინძურებს სხეულს, რაც შესაძლოა ჯანმრთელობისთვის საზიანო გამოდგეს.

ცნობისთვის, ნანოპლასტიკები უკვე დაკავშირებულია კიბოსთან , ნაყოფიერების პრობლემებთან და თანდაყოლილ დეფექტებთან.