თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის იგოეთის მონაკვეთზე, სოფელ ნიგოზასთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ავტომაგისტრალზე მოძრავი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა. ავარიისას მიღებული მძიმე ხარისხის დაზიანებებების შედეგად შუახნის მამაკაცი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
,,რეზონანსი”