BBC: ეკვადორში, შეიარაღებულ პირთა ჯგუფი სატელევიზიო სტუდიაში შეიჭრა

ეკვადორში, შეიარაღებულ პირთა ჯგუფი სატელევიზიო სტუდიაში შეიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

ქალაქ გუაიაკილში მდებარე ტელეარხ TC-ს პირდაპირი მაუწყებლობა მას შემდეგ შეწყდა, რაც შეიარაღებული პირები სტუდიაში შეიჭრნენ.

 

 

მანამდე ეკვადორის ციხიდან დანაშაულებრივი დაჯგუფების ლიდერი გაუჩინარდა, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.

ადოლფო მასიას ვილამარმა, მეტსახელად ფიტო, ციხეში 12 წელი გაატარა და ამასთან, ის გავლენიანი კრიმინალური დაჯგუფების „ლოს ჩონეროსის“ ლიდერი იყო.

აღნიშნულთან დაკავშირებით ქვეყანაში 60-დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.