ჩინეთმა განაცხადა, რომ აშშ-სთან „არასოდეს წავა კომპრომისზე“ ტაივანის საკითხზე. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ჩინეთმა აშშ-ს მოუწოდა „შეწყვიტოს ტაივანის შეიარაღება“ და „სერიოზულად“ მოეკიდოს აღნიშნულ საკითხს.
შეგახსენებთ, ტაივანი ჩინეთსა და აშშ-ს შორის დაპირისპირების ცხელი წერტილია აზიაში. მას შემდეგ, რაც 2022 წელს აშშ-ს პალატის მაშინდელი სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანს ეწვია ჩინეთმა მოლაპარაკებების განახლებაზე უარი თქვა და ამით პროტესტი გამოხატა.
მოლაპარაკებები ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინსა და მის ამერიკელ კოლეგას ჯო ბაიდენს შორის ნოემბერში განახლდა. საბოლოოდ მოლაპარაკებები ვაშინგტონში დასრულდა.